CIA-ს დირექტორი უკრაინაში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა და ზელენსკის შეხვდა - CNN

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი უკრაინას ოქტომბრის დასაწყისში ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას 26 ოქტომბერს CNN ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელევიზია აცხადებს, რომ ბერნსმა შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტელეარხს განუცხადა, რომ ვიზიტის დროს, CIA-ს დირექტორმა "დაადასტურა აშშ-ს ვალდებულება მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის სადაზვერვო მონაცემების გაცვლის გაგრძელებაში".

CNN-მა აღნიშნა, რომ ბერნსის ვიზიტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების პარალელურად შედგა, რამაც ვაშინგტონში შეშფოთება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები