CNN: აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი დონბასს მაისის შუა რიცხვებში შეიერთებს

აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებს მაისის შუა რიცხვებში შემოიერთებს. ასევე, მოსალოდნელია ე.წ. სახალხო რესპუბლიკის გამოცხადება ოკუპირებულ ხერსონშიც. 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

"სადაზვერვო ცნობები მეტყველებს, რომ რუსეთი ოკუპირებულ დონბასში რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას მაისის შუა რიცხვებში აპირებს. სავარაუდოა, რომ მსგავსი გეგმები არსებობს ოკუპირებულ ხერსონთან მიმართებითაც",- განაცხადა აშშ-ს ელჩა ეუთოში, მაიკლ კარპენტერმა. 

კარპენტერის თქმით, რუსეთი ოკუპირებულ ქალაქებში პრო-უკრაინულად განწყობილ პოლიტიკოსებს იტაცებს და მათ ჩანაცვლებას რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირებით ცდილობს. 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქებში "ქრებიან" აქტივისტები, სკოლის დირექტორები და რუსეთის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი უკრაინის მოქალაქეები. 

ეს ცნობები განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ 27 აპრილს კრემლში დონბასის კურატორი შეიცვალა - ამ დროიდან მოყოლებული დონბასთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი სერგეი კირიენკო, რომელიც კრემლის შიდა პოლიტიკური ბლოკის ხელმძღვანელია. 

თავის მხრივ, ეს როგორც მინიმუმ მიანიშნებს დონეცკისა და ლუჰანსკის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და კრემლის ძალისხმევაზე, რომელიც ამ სეპარატისტულ წარმონაქმნებთან ერთიანი პოლიტიკური სივრცის შექმნაზეა მიმართული. 

ასევე, პერსპექტივაში ამგვარი ცვლილება ნათლად მიანიშნებს რუსეთის შესაძლო გეგმაზე გარკვეულ ეტაპზე ამ ტერიტორიების შემოერთების კუთხით. 

მსგავსი სიახლეები