CNN: დიდი ალბათობით ბელარუსი ომში მალე ჩაერთვება
ამერიკული ტელეარხის CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს და ნატოს მაღალჩინოსნებს აქვთ მოლოდინი, რომ ბელარუსის სამხედრო შენაერთები რუსების მხარდასაჭერად ომში მალე ჩაერთვებიან.
"პუტინს დახმარება ჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა საიდან" - განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა
ბელარუსული ოპოზიციური წყაროების თანახმად, ლუკაშენკოს ჯარისკაცები მზად არიან, ომში მონაწილეობა უკვე მომდევნო დღეებშივე მიიღონ. ამავე წყაროების ინფორმაციით თქმით, ბელარუსების ჩართვას სამხედრო კომპონენტებზე მეტად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ექნება, რაც კრემლის მიერ დაწყებულ ომში, კიდევ ერთი ქვეყნის ჩართვით გამოიხატება.
ნატოს დაზვერვის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ბელარუსის ხელისუფლება ახლა ნიადაგს ამზადებს, რათა უკრაინის წინააღმდეგ შეტევა ოფიციალურად გაამართლონ.
ამავე წყაროს მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილება მოსკოვში მიიღება და არა მინსკში, შესაბამისად, კონფლიქტში ჩართვის თარიღიც ამაზე იქნება დამოკიდებული.