დანია ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს

დანია დიდ ბრიტანეთში 130 სპეციალისტს გაგზავნის, რომლებიც უკრაინელი სამხედროების მომზადებაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ 10 აგვისტოს დანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

"დანია მხარს დაუჭერს ბრიტანული წრთვნების პროექტს 130 დანიელი ჯარისკაცით და ამავდროულად უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას დანიაშიც დაიწყებს. ამ მიზნით უკრაინასთან სამეთაურო პერსონალისა და უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედროების მოზადებაზე დიალოგი უკვე დაიწყო", - ნათქვამია განცხადებაში.

ამისთვის ქვეყნის მთავრობამ 2022 წელს 100 მილიონი კრონი (13.7 მილიონი დოლარი) გამოყო.

თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკვე რამდენიმე წელია მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვის რეფორმებს, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების მომზადებას.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ოლექსი კოპიტკომ აღნიშნა, რომ უცხოელ სპეციალისტებთან ასეთი სასწავლო მისიები მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მათ შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარების თვალსაზრისითაც.

"დახმარება უფრო სასურველია იმისთვის, ვისაც იცნობენ და ვისთან ერთადაც ერთობლივად უმუშავიათ", - წერს ის.

მსგავსი სიახლეები