დანიამ უკრაინას მის შეიარღებაში არსებული ყველა Caesar-ის ჰაუბიცა გადასცა

დანიამ უკრაინელ სამხედროებს ყველა თვითმავალი ჰაუბიცა Caesar გადასცა, რომელიც მას შეიარაღებაში ჰქონდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

"დანიამ უკრაინას გადასცა ყველა თავისი თვითმავალი ჰაუბიცა Caesar. ნამდვილი მეგობარი, რომელმაც იცის, რომ ჩვენი ბრძოლა ევროპის ბრძოლაა. მადლობა დანია!" - ნათქვამია განცხადებაში.

იანვარში დანიამ გამოაცხადა, რომ უკრაინას 19 Caesar-ს გადასცემდა.

მოგვიანებით, დანიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ აპირებს უკრაინისთვის გადაცემული Caesar-ის ჰაუბიცების ნაცვლად, ისრაელისგან Atmos-ის თვითმავალი ჰაუბიცების შეძენას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები