დანილოვი: ომის შემდეგ ოლიგარქები აღარ გვეყოლება
რუსეთის წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ოლიგარქები აღარ იქნებიან. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა Babel-თან 22 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩემი პირადი შთაბეჭდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ომის შემდეგ ოლიგარქები არ გვეყოლება, რადგან საზოგადოება არ დაუშვებს ამ ადამიანებმა გავლენა მოახდინონ პოლიტიკაზე, სახელმწიფო პროცესებზე, დეპუტატებზე, იყიდონ კანონები, როგორც აქამდე იყო ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება არ დაუშვებს ამას", - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
მისი აზრით, ომის შემდეგ უკრაინა "სულ სხვა სახელმწიფო იქნება".
"რაც შეეხება კორუფციას, ძველი სქემები უბრალოდ ვერ იარსებებს. ოლიგარქები არ იქნებიან. იქნებიან ბიზნესმენები? იქნებიან, მაგრამ ვინც გადასახადებს იხდის, ვინც სამუშაო ადგილების შექმნაზეა პასუხისმგებელი, მადლობელი ვიქნებით ამისთვის." - აღნიშნა დანილოვმა.