დენისოვა: რუსეთი ყირიმსა და დონბასში ქალების გაწვევას გეგმავს
რუსეთი ახორციელებს ფარულ მობილიზაციას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რიგებში ქალების გაწვევაც კი იგეგმება, განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ Telegram-ზე.
დენისოვას თქმით, ასეთი ფარული მობილიზაცია დროებით ოკუპირებულ ყირიმში მიმდინარეოვს. კერძოდ, 16 მაისიდან 20 მაისამდე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში ქალაქ საქში და საქის რაიონში რეგისტრირებული 60 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი დაიბარეს.
თავის მხრივ, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში, მობილიზაციის ფარგლებში, ოკუპანტებმა აცნობეს საწარმოების ხელმძღვანელობას, რომ საჭირო იყო 18-დან 45 წლამდე ასაკის ქალების "მონაცემების გადამოწმება" შემდეგი სპეციალობებით: ბუღალტერი, მზარეული, მედდა, ლაბორანტი, მძღოლი, დამლაგებელი.
ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ ჟენევის კონვენციის 51 მუხლის IV ნაწილი კრძალავს იმ მოქალაქეების ძალადობრივ მობილიზაციას, რომლებიც იმყოფებოდნენ კონფლიქტის მონაწილე მხარის ან ოკუპანტი სახელმწიფოს უფლებამოსილების ქვეშ.