დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის Challenger 2-ის ტიპის ტანკების გადაცემას განიხილავს

გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის ბრიტანული წარმოების Challenger 2-ის ტიპის ტანკების გადაცემას განიხილავს. 

ამის შესახებ ინფორმაციას Sky News საკითხში გაცნობიერებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

ტელეარხის ცნობით, ამის შესახებ დისკუსიები მთავრობაში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. წყაროს ცნობით, სუნაკის მთავრობას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამგვარი გადაწყვეტილების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელიც უკრაინის დიდი ხნის თხოვნას დააკმაყოფილებს და მძიმე საბრძოლო ტანკებს მიაწვდის. 

20 იანვარს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა უნდა გაიმართოს, რომელიც რამშტაინის სახელით არის ცნობილი. არსებობს ვარაუდი, რომ ახალი დახმარების და მათ შორის ტანკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ამ შეხვედრაზე გაჟღერდება. 

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბრიტანეთს აქვს რესურსი უკრაინას Challenger 2 ტიპის ათამდე ტანკი გადასცეს. 

კონტექსტი 

ბრიტანულმა სამხედრო კომპანია Vickers-მა Challenger 2-ის წარმოება 1980-იანი წლების მიწურულს დაიწყო. ამ მოდელის პირველი ტანკები ბრიტანულმა არმიამ 1994 წლის ივლისში მიიღო. 

ამ ტიპის ტანკები გამოიყენობა ერაყისა და იუგოსლავიაში მიმდინარე ომების დროს. 2014 წელს დიდ ბრიტანეთში ტანკების მოდერნიზაციის პროგრამა დაიწყო. 

ყველაზე ხშირად ბრიტანულ Challenger 2-ს გერმანული წარმოების Leopard-ებს და ამერიკულ M1 Abrams-ებს ადარებენ. 

უკვე დიდი ხანია დასავლეთში უკრაინისთვის მძიმე ტანკების გადაცემაზე მსჯელობა მიდის, თუმცა ამ დრომდე ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას დათანხმდა საფრანგეთია. 

ემანუელ მაკრონისა და ვოლოდიმირ ზელენსკის უკანასკნელი სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი უკრაინას AMX-10-RC-ის ტიპის მსუბუქ ტანკებს გადასცემს. 

 

მსგავსი სიახლეები