დუდა: ამერიკასაც აქვს ღილაკები, რომლებიც ატომურ რაკეტებს უშვებს

თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს, რუსეთი ცივილიზებული, დემოკრატიული და პატიოსანი მსოფლიო საზოგადოების მიღმა აღმოჩნდება. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წერს Polsatnews.

მან აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია მსგავს ნაბიჯს გადადგამს, ის "შეწყვეტს არსებობას საერთაშორისო საზოგადოებაში". დუდამ თქვა, რომ აშშ "ძალიან სერიოზულად" უყურებს რუსეთისგან ბირთვულ საფრთხეებს და მათაც აქვთ "ღილაკები, რომლებიც ატომურ რაკეტებს უშვებს".

პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ რუსეთი დაარღვევს ყველა ტაბუს იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც არ ფლობს ბირთვულ იარაღს და რომელიც იცავს თავის ტერიტორიას ჩვეულებრივი იარაღით, მაშინ მას "შეიძლება დაელოდოს პასუხს".  

მსგავსი სიახლეები