დუდა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ვეღარავის დაესხას თავს

13 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვების საკითხზე მისი ქვეყანა, გერმანია და საფრანგეთი "სრულად გაერთიანებული" არიან. 

პოლონეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება ოლაფ შოლცთან და ემანუელ მაკრონთან ერთად ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

"ჩვენ არა მხოლოდ ევროკავშირისა და ნატოს წევრები ვართ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, დღეს ჩვენ ყველანი ძალიან მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეს, იმ მოსაზრებით, რომ რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს."

ანჯეი დუდამ ასევე აღნიშნა, რომ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის და ევროკავშირის მომავლისთვის, ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს რუსეთისთვის იმ პოტენციალის გამოცლა, რაც მომავალში მათ სხვა ქვეყნებზე თავდასხმის შესაძლებლობას აღარ დაუტოვებს.

მან ასევე გაიხსენა, რომ პოლონეთი, დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოების ნაწილი მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ გახდა.

"დღეს, უკრაინელებსაც იგივე სურთ - შეუერთდნენ დასავლურ საზოგადოებას, ჩვენ ეს შესაძლებელი უნდა გავხადოთ, რაც სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის სასაუბრო თემაა.

ევროკავშირსა და ნატოში, უკრაინის მომავალ გაწევრიანებაზე ეჭვი არ მეპარება." 

მისი თქმით, უკრაინის არმიის გამარჯვება იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების განდევნა ყველა იმ ოკუპირებული ტერიტორიიდან, რომელიც საერთაშორისოდ არის მიჩეული უკრაინის ტერიტორიად. 

 

მსგავსი სიახლეები