დუდა: Nord Stream 2-ის დემონტაჟი უნდა მოხდეს
Nord Stream 2-ის გაზსადენი, რომელიც უკრაინის გვერდის ავლით, რუსეთიდან გერმანიას ბუნებრივ არის მიაწოდებს, უნდა განადგურდეს. თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში.
"ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ Nord Stream 2 არა მხოლოდ უნდა დაიბლოკოს, არამედ უბრალოდ უნდა განადგურდეს, რადგან ის საზიანოა მთელი ევროკავშირისთვის. ეს იწვევს რუსეთის ჰეგემონიას ევროპაში, უპირველეს ყოვლისა - გაზის ბაზარზე. რაც აშკარაა - ახლა ეს შავ-თეთრად ჩანს - უბრალოდ სასიკვდილოა ევროპისთვის", - განაცხადა დუდამ.
მან გაიხსენა, რომ პოლონეთი თავიდანვე ებრძოდა ერთობლივ გერმანულ-რუსულ ინვესტიციებს Nord Stream 1-სა და Nord Stream 2-ში, რადგან მათი მშენებლობა არ იმდენად ეკონომიკური, რამდენადაც აშკარად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 4 აპრილს აღიარა, რომ ცდებოდა, როცა დასავლეთისა და რუსეთის დაახლოებას მხარს უჭერდა. მან ასევე Nord Stream 2 გაზსადენზეც ისაუბრა, რომლის მშენებლობასაც მანამდე მხარს უჭერდა. შტაინმაიერი ახლა ამბობს, რომ ეს "აშკარა შეცდომა იყო".