დუდა: პოლონეთმა უკრაინას $2 მილიარდის სამხედრო დახმარება გაუწია
პოლონეთსა და გერმანიას აქვთ საერთო მოსაზრება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ომში, რომელიც რუსეთმა მის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაიწყო.
ამის შესახებ 12 დეკემბერს, ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.
"აქ ჩვენ საერთო აზრი გვაქვს: ჩვენ მთელი ძალით უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა", - განაცხადა დუდამ. "ჩვენ თვითონ გავუგზავნეთ უკრაინას უზარმაზარი სამხედრო მხარდაჭერა, 2 მილიარდ დოლარის ღირებულების, ეს ჩვენთვის უზარმაზარი თანხაა".
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პოლონეთმა მილიონობით უკრაინელი მიიღო და, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ იქ თავი ლტოლვილებად კი არ იგრძნონ. პოლონეთი ასევე უკრაინას სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფს.