დუდა: სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება, არ მოვისვენებ, უკრაინა ევროპის სახეა
22 მაისს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უმაღლეს რადას მიმართა.
"მე არ მოვისვენებ მანამ, სანამ უკრაინა არ გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, რადგან უკრაინა ევროპის სახეა! დიდი ევროპული ოჯახის დამცველი! ვერანაირი სისასტიკე ვერ აიძულებს უკრაინელებს დაჩოქონ", - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.
დუდა პირველი უცხოელი ლიდერია, რომელმაც უკრაინის პარლამენტს რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ მიმართა.
"პირველად ისმის უმაღლესი რადას დარბაზში ასეთი ხმამაღალი აპლოდისმენტები", - აღნიშნა უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა.
დუდა უკრაინაში ვიზიტით 22 მაისს ჩავიდა.
რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, პოლონეთმა 3.1 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.