დუდა: ყირიმი უკრაინაა, ისევე როგორც გდანსკი და ლუბლინი პოლონეთი, ნიცა კი საფრანგეთი

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 23 აგვისტოს კიევში ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტზე განაცხადა, რომ ყირიმი იყო და რჩება უკრაინის შემადგენლობაში.

"ყირიმი უკრაინაა. ისევე როგორც გდანსკი ან ლუბლინი არის პოლონეთის ნაწილი, ასევე ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის ნაწილი. ისევე როგორც ნიცაა საფრანგეთი, ისევე როგორც კიოლნი არის გერმანია, ისევე როგორც როტერდამი არის ნიდერლანდები." განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ ყირიმის პლატფორმის სამიტზე 2021 წელს, მის ზოგიერთ მონაწილეს "ეგონა, რომ ყირიმი სამუდამოდ დაიკარგა".

”ჩვენ ვერ ვაღიარებდით ამას დასავლეთში. ბევრმა ქვეყანამ ნათლად განუცხადა რუსეთს, რომ ისინი შეთანხმდნენ, რომ როგორმე დააკმაყოფილონ, დაამშვიდონ რუსეთი ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ურთიერთობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება", - აღნიშნა დუდამ. 

ყირიმის პლატფორმა არის საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატი, რომელიც ინიცირებულია უკრაინის მიერ ყირიმის ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის, ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად და საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლთა დასაცავად. პლატფორმის მთავარი მიზანი ყირიმის დეოკუპაციაა. ვარაუდობენ, რომ პლატფორმა რამდენიმე დონეზე იმუშავებს: სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა და ექსპერტთა ქსელი.

ყირიმის პლატფორმის საქმიანობა ოფიციალურად 2021 წლის 23 აგვისტოს საინაუგურაციო სამიტზე დაიწყო. მას 46 დელეგაცია ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები