DW: გერმანია უკრაინას 2700 საზენიტო რაკეტას გადასცემს
ბერლინმა უკრაინაში 2700 საბჭოთა წარმოების "სტრელას" რაკეტების გაგზავნა გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
აღნიშნული კომპლექსები გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას გააჩნდა, რომელიც გაერთიანების შემდეგ გერმანიას დარჩა.
გარდა ამისა, გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას 500 ამერიკული წარმოების Stinger და 1000 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი გადასცეს.
წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ რაკეტები "მზად არის ტრანსპორტირებისთვის", მაგრამ უშიშროების ფედერალურმა საბჭოს ჯერ ამაზე თანხმობა არ განუცხადებია.