ერდოღანი მძევლების გათავისუფლებაზე ჰამასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - Haberturk

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ღაზას სექტორის ტერორისტების მიერ გატაცებული 150 მძევლის გათავისუფლებაზე ჰამასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამ ინფორმაციას თურქული Haberturk ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერდოღანმა მძევლებისთვის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების დაწყების ბრძანება გასცა.

ასევე ნათქვამია, რომ ის ინტენსიურად იყო ჩართული კონფლიქტის თავიდან აცილებაში.

ბოლო დროს ისრაელთან დაახლოების მიუხედავად, ერდოღანი კვლავ უჭერს მხარს ჰამასს და თავს არიდებს ტერორისტული დაჯგუფების კრიტიკას, რომელმაც 1200 ისრაელის მოქალაქე, მათ შორის ასობით მშვიდობიანი ადამიანი მოკლა.

მანამდე მან დასავლეთი ისრაელის "ბრმად" მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა და ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

"ყველანაირი სამარცხვინო მეთოდებით მიმდინარე კონფლიქტი ომი კი არა, ხოცვაა," - თქვა მან ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვაზე.

მსგავსი სიახლეები