ერდოღანი: უკრაინა ნატოს წევრობას იმსახურებს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს იყოს ნატოს წევრი.
"უკრაინა იმსახურებს ნატოს წევრობას. და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო თქვენი თანდასწრებით ერთი პუნქტი: არავინ დამარცხდება სამართლიანი მშვიდობის დამყარებით." - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი უკრაინას "ფეხზე წამოდგომაში" დაეხმარება.
"ჩვენი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უკრაინის ამ ბაზრის ლიდერები არიან, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ქვეყნის აღდგენაში დაეხმარებიან," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
აშშ-ის ელჩმა ნატოში ჯულიან სმიტმა თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები მომავალ კვირას ვილნიუსში სამიტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში შეეცდებიან გაცდნენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ფორმულირებას, რასაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვდა.