ერდოღანის თქმით, ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ყირიმის პლატფორმის მონაწილეებთან ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს.
"უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მოთხოვნას" - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის მიხედვით, ყირიმის ანექსია, რომელსაც თურქეთი პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდა, კიდევ უფრო გააღრმავა ყირიმელი თათრების ტანჯვა, რომლებმაც 80 წლის წინ დეპორტაცია განიცადეს.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ ყირიმელი თათრების უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა თურქეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ- პრიორიტეტია. მისი თქმით, ყირიმელ თათრებს აქვთ უფლება იცხოვრონ თავისუფალი, უსაფრთხო და მშვიდობიანი ცხოვრებით თავიანთ სამშობლოში.
"სასიამოვნოა, რომ ივლისში,, თითქმის 3 წლიანი ტყვეობიდან, გაათავისუფლეს ყირიმელი თათრების ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე, ნარიმან ჯელალი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა ყირიმელი თათარი მალე გათავისუფლება, მათ შორის ძმები ასანი და აზიზ ახმეტოვები" - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ომი დასრულდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით, რომელიც დაფუძნებული იქნება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე.