ერიკ ზემურმა და დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატ ერიკ ზემურს ტელეფონით 40 წუთის განმავლობაში ესაუბრა.
"დონალდ ტრამპმა ერიკ ზემურს უთხრა: 'არასოდეს დანებდე, ასე გააგრძელე, მამაცი იყავი, კამპანიის ბოლოს გამძლეობას და სიმტკიცეს მოაქვს შედეგი", - თქვა ზემურის სპიკერმა გიიომ პელტიემ.
ტრამპმა ზემურთან მედიის გავლენაზეც ისაუბრა:
"მედია იფიქრებს, რომ ბრუტალური ხარ - არ დანებდე!"
ინფორმაცია მათი საუბრის შესახებ ტრამპის სპიკერმაც დაადასტურა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
ერიკ ზემურს ფრანგულ მედიაში ტრამპს ხშირად ადარებენ, რადგან ის მედიისა და ელიტების მძაფრი კრიტიკით გამოირჩევა.
გარდა ამისა, ორივე პოლიტიკოსი ყველანაირი მიგრაციის კატეგორიული წინააღმდეგია.
ერიკ ზემური ულტრამემარჯვენე ჟურნალისტი და მწერალია. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ის ემანუელ მაკრონის, მარინ ლე პენისა და ვალერი პეკრესის შემდეგ მეოთხე ადგილზეა, თუმცა მასსა და მეორე-მესამე ადგილზე მყოფ კანდიდატებს შორის სხვაობა მხოლოდ 2-3%-ია, ამიტომ ზემურს მეორე ტურში გასვლის რეალური შანსი აქვს.
ვრცლად ზემურის შესახებ იხილეთ ჩვენი სტატია: