ერმაკი: საუდის არაბეთმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებით სამი თვითმფრინავი გაგზავნა
.jpg)
საუდის არაბეთმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებით სამი თვითმფრინავი გაგზავნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა Telegram-ზე 4 მარტს განაცხადა.
"ეს მოხდა 100 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში. დახმარება მოიცავს 20-დან 400 კვტ-მდე სიმძლავრის 135 მძლავრ გენერატორს, თბილ საბნებს, ჰიგიენის საშუალებებს. დახმარება განაწილდება ექვს რეგიონში ათასობით ადამიანის გადაუდებელ საჭიროებებზე რეაგირებისთვის", - წერს ის.
ერმაკმა საუდის არაბეთს მადლობა გადაუხადა.
"ეს ჰუმანიტარული დახმარება არის ჩვენი სახელმწიფოების სოლიდარობისა და მხარდაჭერის დასტური", - თქვა მან.