ერმაკის თქმით, ზელენსკის და ორბანის შეხვედრისკენ "ძლიერი ნაბიჯი" გადაიდგა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებებმა აჩვენა კიევისა და ბუდაპეშტის ერთობლივი სურვილი ლიდერების შეხვედრის გამართვის შესახებ.
ამის შესახებ ერმაკმა უჟგოროდში, მოლაპარაკებების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
"დღეს ორივე მხარემ აბსოლუტურად მკაფიოდ განაცხადა, რომ არის უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის დონეზე შეხვედრის გამართვის ინტერესი. მე მჯერა, რომ დღეს ჩვენ გადავდგით ძალიან ძლიერი ნაბიჯი ამ შეხვედრისკენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დაინტერესებული ვართ, რომ ეს შეხვედრა წარმატებული იყოს და ახალი ფურცელი გადაიშალოს ჩვენს ურთიერთობაში." - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, კონკრეტული თარიღები განხილული არ ყოფილა, თუმცა ორივე მხარე დაინტერესდა, რომ შეხვედრა უმოკლეს ვადაში შედგეს.
ერმაკმა ასევე განაცხადა, რომ კიევი დაინტერესებულია მომავალი შეხვედრა "კონკრეტული შედეგებით" დასრულდეს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს ვიზიტი უნგრეთ-უკრაინის საზღვარზე ამიერკარპატების რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრით დაიწყო.
ამის შემდეგ ის უჟგოროდში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრის მომზადება იყო.