ერმაკმა და ზალუჟნიმ სალივანთან და მილისთან ბახმუტზე ისაუბრეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროს ანდრი ირმაკს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან და გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან.

ამის შესახებ 8 მარტს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის პრესსამსახური წერს.

"ანდრი ერმაკმა და ვალერი ზალუჟნიმ ისაუბრეს ფრონტზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე და მტრის შესაძლო ქმედებებზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ბახმუტის დაცვაზე და უკრაინული ძალების მიერ მიღებულ ზომებზე პოზიციების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დონეცკის მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ისაუბრა უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე.

გარდა ამისა, ერმაკმა ამერიკელ ხალხს, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას და აშშ-ის კონგრესს მადლობა გადაუხადა "სტრატეგიული პარტნიორობისა, უკრაინის სუვერენიტეტისთვის, უკრაინის მიწების დეოკუპაციისთვის და საერთაშორისო სამართლის დაცვისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის."

ზალუჟნის და მილის რეგულარული სატელეფონო საუბრები აქვთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მილის თავის მენტორს უწოდებს.

მსგავსი სიახლეები