ესპანეთი მზადაა, უკრაინას "ლეოპარდები" გადასცეს
ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის თქმით, ქვეყანა მზადაა, უკრაინას "ლეოპარდის" ტიპის ტანკები თავადაც გადასცეს.
მარგარიტა რობლესის თანახმად, ესპანელები დასავლელ მოკავშირეებთან კოორდინაციით იმოქმედებენ, რათა უკრაინას რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში დაეხმარონ.
"ესპანეთს ამ კოორდინაციის ფარგლებში სურს, მოკავშირეებთან იმაზე იმუშავოს, რომ გაკეთდეს ყველაფერი, რაც საჭიროა. მათ შორის, ლეოპარდების გაგზავნის, მათ გამოსაყენებლად პერსონალის გაწვრთნისა და მათი შენახვის ჩათვლით," - თქვა ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა.
ამდროინდელი მონაცემებით, ესპანეთის განკარგულებაში 108 ლეოპარდ 2-ის ტიპის ტანკია.
ესპანელებმა უკრაინას უკვე გაუგზავნეს ოთხი ამერიკული HAWK-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა და კიდევ ორი მსგავსის მიწოდებას დაპირდნენ.