ესტონეთმა დასავლური იარაღის რუსი კონტრაბანდისტი აშშ-ს გადასცა

ესტონეთიდან აშშ-ში რუსი ვადიმ კონოშჩენკოს ექსტრადირება მოხდა, რომელსაც ამერიკიდან რუსეთში სამხედრო ტექნოლოგიებისა და საბრძოლო მასალის კონტრაბანდა ედება ბრალად.

ვადიმ კონოშჩენკო, რუსეთის მოქალაქე და რუსეთის უშიშროების წარმომადგენელი, ესტონეთში, აშშ-ის წინასწარი დაკავების ორდერის საფუძველზე დააკავეს და 13 ივლისს შეერთებულ შტატებში მისი ექსტრადირება მოხდა.

მოსალოდნელია, რომ ის ფედერალური მოსამართლის წინაშე ბრუკლინში პარასკევს შუადღისას წარსდგება. სხვა ბრალდებებთან ერთად, მას რუსეთის მთავრობის სახელით ფულის გათეთრებასაც ედავებიან.

კონოშჩენოკი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ბრალდებული შვიდი ადამიანიდან ერთ-ერთია, რომლებსაც ბრალი ედებათ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის ტექნოლოგიებისა და იარაღის უკანონო მოპოვებაში.

ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, უკანონოდ შეიძინეს და გაიტანეს ელექტრონული კომპონენტები, რომელთა ნაწილიც შეიძლება ბირთვული და ჰიპერბგერითი იარაღისთვის, კვანტური გამოთვლითი და სხვა სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაში გამოიყენონ.

რუსეთმა ადრე პირობა დადო, რომ ესტონეთში კონოშჩენკოს დაკავებას "უპასუხებდა."

მსგავსი სიახლეები