EU შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, ახალ სტრატეგიას წარადგენს

ევროკავშირი, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახალ სტრატეგიას წარადგენს.

სტრატეგია მიზნად ისახავს კავშირების გაძლიერებასა და ზრდის ხელშეწყობას ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალურ აზიისა და მის ფარგლებს გარეთ რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებით.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის ფონზე, სტრატეგია ასევე გააძლიერებს ევროკავშირის გეოპოლიტიკურ როლს, როგორც საიმედო მოთამაშისა შავი ზღვის რეგიონში. 

ევროკავშირი გეგმავს თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან, თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან.

დოკუმენტის თანახმად, დღევანდელი სტრატეგიის მიზანს ხელშესახები სარგებლის მოტანა წარმოადგენს, რომელიც შავი ზღვის პარტნიორებისთვის და ევროკავშირისთვის, ურთიერთსარგებლიანი პარტნიორობის განმტკიცებითა და ინვესტიციების გაღრმავების გზით უნდა მიიღწეს.

ევროკავშირის და შავი ზღვის რეგიონის მომავალი თანამშრომლობა სამ სვეტს მოიცავს:

  1. უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გაძლიერება;
  2. მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა;

  3. გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობისა და მზაობის ხელშეწყობა, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების.

ევროკავშირი, რეგიონულ პარტნიორებთან ერთად, თითოეულ სვეტში განახორციელებს 3 ძირითად ინიციატივას, რითაც რეგიონს ზრდის პოტენციალის გახსნაში დაეხმარება და, ამასთანავე, მიმდინარე კონფლიქტს და უსაფრთხოების გამოწვევებსაც უპასუხებს:

  • ინიციატივა შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოებისა და შესაბამისი ჰაბის შექმნაში -  რაც გააძლიერებს საზღვაო უსაფრთხოებას, დაიცავს კრიტიკულ საზღვაო ინფრასტრუქტურასა და ზღვის ეკოსისტემას. ასევე, წაახალისებს რეგიონულ თანამშრომლობას ზღვის განაღმივს მიმართულებით;

  • სპეციალური დაკავშირებადების დღის წესრიგი - სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ქსელების განვითარება, რათა მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული შავი ზღვის რეგიონის პოტენციალი, როგორც სასიცოცხლო დერეფანი, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას ერთმანეთთან სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს;

  • შავი ზღვის სანაპიროების საზოგადოებებისა და ე.წ. ლურჯი ეკონომიკის სექტორების მზადყოფნის გაძლიერება - რაც, შავი ზღვის ქვეყნებს დაეხმარებათ, ომთან დაკავშირებული ეკოლოგიური ზიანის დაძლევაში, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ რისკებზე რეაგირებასა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობების გამოყენებაში.

აღნიშნული სტრატეგია გააერთიანებს ევროკავშირის ყველა შესაბამის ინსტრუმენტსა და პოლიტიკას, მობილიზებას გაუწევს ინვესტიციებს, უკვე არსებულ სხვა სტრატეგიებთან შესაბამისობაში. რეგიონული გამოწვევების საპასუხოდ, ევროკავშირი მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში გრძელვადიანი უსაფრთხოების, საერთო კეთილდღეობისა და მდგრადობის ხელშეწყობას.

შავი ზღვა, თავისი უნიკალური გეოგრაფული მდებაროებით, რომელიც რვოპასა, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიას და აღოსავლეთ ხმელთაშუაზღვას აკვაშირებს, შეიძლება გადაიქცეს სტაბილურობის, მდგრადი განვითრებისა და დაკავშირებულობის კვანძად, პარტნიორობის საერთო ინტერესებზე დაყრდნობით.

 

მსგავსი სიახლეები