EUObserver: ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს
გერმანია საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთხოვნას განიხილავს, იუწყება ევროპული გამოცემა EUObserver-ი.
27 სექტემბრით დათარიღებულ დოკუმენტში, რომელიც სავარაუდოდ ევროკავშირის შიდა განხილვების დროს გერმანიის დელეგაციის პოზიციას გამოხატავს, კრიტიკულადაა შეფასებული აღნიშნული ქვეყნებიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მაძიებელთა და სავიზო რეჟიმის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა.
“თუ ეს ქვეყნები გაუმჯობესებისთვის ბევრს არაფერს იზამენ, ჩვენი აზრით, ევროპულმა კომისიამ ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება რეალური შესაძლებლობაა”, – წერია ანგარიშში.
EUObserver-ის ცნობით, ბოლო სამ თვეში, .საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 51 პროცენტითაა გაზრდილი
საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. სავიზო ლიბერალიზაციის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში 90 დღიანი ვიზიტის საშუალებას აძლევს.