ევროკავშირი 14 რუს ბიზნესმენს და ათეულობით დეპუტატს სანქციებს უწესებს
Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის სამიზნეც 14 რუსი ბიზნესმენი, მათი ოჯახის წევრები და რუსეთის დუმის დეპუტატები იქნებიან. გამოცემის წყაროს თქმით, ამ ეტაპზე რუსული პორტების სანქცირება არ იგეგმება.
რუსეთის ფედერაციის პარლამენტის ყველა წევრს, ვინც მხარი დაუჭირა დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას, სანქციები დაუწესდებათ.
სანქციების პაკეტი მოიცავს 3 ბელარუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვას.
ახალ სანქციებს ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ უნდა დაუჭიროს მხარი.
Bloomberg-ის ცნობით, გერმანიის ხელისუფლება Sberbank-ის SWIFT-დან გათიშვის წინააღმდეგია.