ევროკავშირი ლიბანს დამატებით 30 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს
ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის დამატებით 30 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს ლიბანს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის მიმდინარე ომის გამო.
"დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ჰუმანიტარულ დახმარებას ლიბანელი ხალხისთვის," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
"ახალი დახმარება უზრუნველყოფს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჭირო დახმარების მიწოდებას ამ ძალიან რთულ პერიოდში. ძალიან შეშფოთებული ვარ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის მუდმივი ესკალაციის გამო. მხარეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დასაცავად." - თქვა მან.
რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა უკვე გამოაცხადა ლიბანისთვის 10 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი, ხოლო წელს ლიბანისთვის ორგანიზაციამ უკვე 100 მილიონ ევროზე მეტი გამოყო.
კონტექსტი
ლიბანის მოსახლეობა, მათ შორის ლტოლვილები, უკვე განიცდიდნენ სიღარიბის და სასურსათო დაუცველობის მაღალ დონეს, ასევე პრობლემა იყო სერვისებზე შეზღუდული წვდომა.
ევროკავშირი აცხადებს, რომ დაახლოებით 2 მილიონი ლიბანელი და სირიელი ლტოლვილი ვერ იღებს საკმარის საკვებს და მოსალოდნელია, რომ ომის ინტენსივობის ზრდასთან ერთად, ასეთი ადამაინების ოდენობა გაიზრდება.
2011 წლიდან ევროკავშირმა 971 მილიონ ევროზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გამოყო ლიბანელებისა და ლიბანში ცხოვრეი სირიელი ლტოლვილებისთვის.