ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდა
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ოთხშაბათს, წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთორმეტე პაკეტი წარუდგინა.
ახალი პაკეტი, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვაში მათი როლისთვის, სანქციების 120-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ დაწესებას ითვალისწინებს. საუბარია რუსეთის ფედერაციის სამხედრო, თავდაცვისა და IT სექტორის წარმომადგენლებზე, ასევე "სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ოპერატორებზე."
ცალკე, ნახსენებია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნებში მონაწილე პირების დასჯის აუცილებლობა, უკრაინელი ბავშვების იძულებით "განათლებაზე" პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დეზინფორმაციის გავრცელება და რუსეთის პროპაგანდა.
ევროკომისია იმპორტისა და ექსპორტის აკრძალვების შემოღებას გეგმავს, ასევე ზომებს, რომლებიც მიმართულია ნავთობის ფასის ზღვრის გაძლიერებისა და ევროკავშირის სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ.
ახალი სანქციების განხილვა წინ მას შემდეგ წავიდა, რაც G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იაპონიაში გამართულ შეხვედრაზე მწვანე შუქი აანთეს რუსული წარმოშობის ბრილიანტებზე შეზღუდვების დაწესებას.