ევროკავშირი სი ძინფინგზე ზეწოლას ახდენს, რომ ზელენსკისთან ისაუბროს - Financial Times

ევროკავშირმა ზეწოლას ახდენს ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბროს. ამის შესახებ 24 მარტს Financial Times წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, ევროკავშირი პოზიტიურად მიიჩნევს ჩინეთის ჩართულობას, მაგრამ დაჟინებით ითხოვს დიალოგს არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან, არამედ უკრაინასთანაც.

კონტექსტი

24 თებერვალს ჩინეთმა წარმოადგინა ვრცელი 12-პუნქტიანი გეგმა უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ამ "სამშვიდობო გეგმას" დასავლეთში სკეპტიციზმით შეხვდნენ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ამ დოკუმენტის ზოგიერთი პუნქტი უკრაინის ინტერესებშია, ზოგიერთს კიევი არ ეთანხმება. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სი ძინფინგთან შეხვედრას გეგმავს.

კრემლში აცხადებენ, რომ ისინი "დიდი ყურადღებით" ეკიდებიან ჩინეთის "სამშვიდობო გეგმას", მაგრამ მშვიდობის წინაპირობებს ვერ ხედავენ.

13 მარტს, The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სი ძინფინგი გეგმავს ისაუბროს პრეზიდენტ ზელენსკისთან. გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ სი ძინფინგისა და უკრაინის პრეზიდენტის საუბარი ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ შედგება, რომელიც 20-22 მარტს შედგა.

 

მსგავსი სიახლეები