ევროკავშირი უკრაინის გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადებს

ევროკავშირი მზად არის წლის ბოლო უკრაინის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ თანხმობა გამოაცხადოს. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Politico ავრცელებს

წყაროს ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ევროკომისიის დადებითი დასკვნის შემდეგ, გაერთიანება მზად იქნება მძლავრი პოლიტიკური სიგნალისთვის. მოსალოდნელია, რომ შესაბამისი გზავნილი დეკემბერში გაჟღერდება. 

ევროკომისიის დასკვნა წევრობის მსურველი ქვეყნებში გაწეული რეფორმების შესახებ ნოემბერში გახდება ცნობილი. წყაროს ინფორმაციით, დასკვნის გასაჯაროების შემდეგ "ევროკომისია გაავრცელებს განცხადებას, რის შემდეგაც წევრ სახელმწიფოებს გაუჭირდებათ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე უარის თქმა."

წყაროს ცნობით, საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდი წნეხი იქნება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცაკლეული წევრები წინააღმდეგობის გაწევას შეძლებენ. სამუშაო ვერსიის მიხედვით, უკვე დეკემბერში ევროსაბჭო მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებას მიიღებს. 

Politico-ს მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ შესაძლოა ამ დროში უკრაინამ ვერ მოასწროს 7 რეკომენდაციის შესრულება, ამიტომაც ევროკავშირის ლიდერებმა შესაძლოა პოლიტიკური მხარდაჭერის განცხადებები გაავრცელონ. 

"მიზანი არის, რომ დეკემბერში მივაღწიოთ პოლიტიკურ თანხმობას მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

 

მსგავსი სიახლეები