ევროკავშირი უკრაინისთვის €2 მილიარდის საარტილერიო ჭურვების შეძანაზე შეთანხმდა

ევროკავშირის კომისია, საგარეო კავშირების სამსახური და 27 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების დაჩქარების გეგმაზე შეთანხმდნენ.
გეგმის მიხედვით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინისთვის 2 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალებს შეიძენენ. "ჩვენი მიზანია - მივაწოდოთ უკრაინას საბრძოლო მასალები. რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება მეტი და მინიმალურ ფასად",- განაცხადა ევროპული დიპომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეპ ბორელმა.
კონტექსტი
სხვადასხვა მონაცემებით, რუსეთი უკრაინის ჯარების წინააღმდეგ ყოველდღიურად 20 ათასს საარტილერიო ჭურვს იყენებს. უკრაინის განკარგულებაში არსებული საარტილერიო ჭურვების მოცულობა რუსეთისას დაახლოებით ხუთჯერ ჩამორჩება.
9 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს მიმართა თხოვნით, უკრაინისთვის 155 მილიმეტრის კალიბრის 1 მილიონი ჭურვი მიეწოდებინათ.
საინფორმაციო სააგენტო DPA-ის ცნობით, სწორედ ამდენ საარტილერიო ჭურვს გადასცემს ევროკავშირი უკრაინას მომდევნო 12 თვის განმავლობაში.