ევროკავშირმა იანუკოვიჩისა და მისი შვილის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ევროკავშირმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი ვაჟის ალექსანდრ იანუკოვიჩის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ 4 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრესსამსახური იტყობინება.

პრესსამსახურმა იანუკოვიჩს "უკრაინის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი" უწოდა.

ის და მისი შვილი სანქციების სიას "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, სახელმწიფოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების შელახვის ან მუქარის, ასევე - ალექსანდრე ვიქტოროვიჩ იანუკოვიჩის შემთხვევაში - სეპარატისტულ ჯგუფებთან დონბასში ოპერაციების ჩატარების გამო" დაემატა.

შესაბამისი სამართლებრივი აქტები გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

მსგავსი სიახლეები