ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი მიიღო

24 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი მიიღო. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება ევროპის" რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

"თეთრი კვამლი! ბოლოსდაბოლოს! შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტზე, მე-10, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ", - წერს ის.

სანქციების დამტკიცების შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფო შვედეთმაც გამოაქვეყნა:

  • ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნოლოგიებზე საექსპორტო შეზღუდვების გამკაცრება;
  • მიზანმიმართული შემაკავებელი ზომები ომის მხარდამჭერი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების მიმართ, რომლებიც ავრცელებენ პროპაგანდას ან რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდიან;
  • ზომები რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები