ევროპარლამენტი სახის ამოცნობის ტექნოლოგიის აკრძალვას მოითხოვს

7 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის ლიდერებს საჯარო სივრცეებში სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენების აკრძალვისკენ მოუწოდებს.

ადამიანის სახის ამომცნობი ალგორითმი ხელოვნური ინტელექტის  ბაზაზე შექმნილი ტექნოლოგიაა, რომელსაც სამართალდამცავები პოტენციური სამართალდამრღვევების გამოსავლენად იყენებენ.

ევროპარლამენტარები ასევე აკრიტიკებენ კერძო კომპანიების მიერ სახის ამოცნობის მონაცემთა ბაზების შენახვის პრაქტიკას.

„აღნიშნული აქტი დიდი გამარჯვებაა ყველა ევროპელისთვის", - განაცხადა პეტარ ვიტანოვმა, რეზოლუციის ავტორმა დეპუტატმა სოციალ-დემოკრატების (S&D) ფრაქციიდან.

რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის მთავრობებისთვის სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, ეხმაურება ევროკომისიის მიერ ინიცირებულ „ხელოვნური ინტელექტის“ შესახებ კანონპროექტს, რომელსაც მალე ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან.

სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენება საკამათო შეიქნა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი უიღურების ეთნიკური უმცირებოსის კონტროლისთვის ე.წ. „ჭკვიან“ ვიდეოკამერებს იყენებს.  

მსგავსი სიახლეები