ევროპელი მწვანეები: ევროკავშირმა "ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები უნდა დაუწესოს

"ევროპელი მწვანეები" საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და მათ სასტიკ დარბევებზე განცხადებას ავრცელებენ.

"საქართველოს მთავრობის განცხადება ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების მინიმუმ 2028 წლამდე შეჩერების შესახებ არის ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ღალატი, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებასკენ ისწრაფვიან." - ვკითხულობთ განცხადებაში.

მწვანეები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და გმობენ ხელისუფლებს ძალადობას დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე.

"ეს მიუღებელი სისასტიკე ხაზს უსვამს ე.წ. "ქართული ოცნების" პარტიის ავტორიტარულ მოქმედებებს. მათი 12 წლიანი მმართველობა გამოირჩეოდა კანონის უზენაესობისა და ძირითადი დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფით, ყოვლისმომცველი კორუფციით და ფართო სახალხო უკმაყოფილებით. ქართველებს სურთ იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და ქართველი ხალხი ქუჩაში ავლენს უზარმაზარ გამბედაობას დემოკრატიისა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვისათვის. ევროკავშირმა მათ მხარი უნდა დაუჭიროს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებით, ბალტიის ქვეყნების მიერ გამოცხადებული მიზანმიმართული სანქციების შემდეგ. თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა უნდა შენარჩუნდეს, რათა უბრალო ხალხი არ დაისაჯოს მათი მთავრობის ქმედებებისთვის." - აღნიშნა ევროპული მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარე თომას უაიცმა.

მსგავსი სიახლეები