ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უვიზო მიმოსვლის გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც კომისიასა და ბლოკის წევრ სახელმწიფოებს ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და საქართველოსთან დაწესებული უვიზო მიმოსვლის გადახედვისკენ მოუწოდებს. 

საქართველოს მთავრობის მიმართ გავრცელებულ მოწოდებებს შორისაა ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული გათავისუფლების მოთხოვნას და ჰომოფობიური საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევას. 

გარდა ამისა საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ ხელმეორედ ინიცირებულ კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ. ევროპარლამენტი ქ. ოცნებას მოუწოდებს უკან გაიწვიოს კანონპროექტი და პატივი სცეს გასულ წელს საჯაროდ დადებულ პირობას. 

საყურადღებოა, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას არ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, სანამ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება. 

ევროპარლამენტის რეზოლუციას რეკომენდაციული ხასიათი აქვს. გადაწყვეტილებას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შესახებ კომისიამ უნდა მიიღოს. 

 

მსგავსი სიახლეები