ევროპის უმსხვილესი სამხედრო კომპანია წარმოებას უკრაინაში იწყებს
ფრანკო-გერმანული სამხედრო კორპორაცია KNDS შვილობილ კომპანიას შექმნის, რომელიც უკრაინაში სამხედრო პროდუქციის წარმოებას დაიწყებს.
ამის შესახებ, ოფიციალური განაცხადი, კომპანიის წარმომადგენლება, პარიზში, დღეს გააკეთეს, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. ევროკავშირის ორი წამყვანი ქვეყნის მიერ დაფუძნებული სამხედრო ჯგუფი, ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა სახმელეთო იარაღის წარმოებაში.
KNDS-ს აწარმოებს ისეთ პროდუქციას, როგორიცაა ტანკი, საარტილერიო სისტემა, ფრანგული ცეზარის ჭურვებს და კიდევ ბევრ სხვა მნიშვნელოვან სამხედრო პროდუქტს.
წარმოების დაწყების გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ოლაფ შოლცისა და ემანუელ მაკრონის ინიციატივას, რომლიც გულისხმობდა უკრაინაში სათადარიგო ნაწილების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოებას, რაზეც შეთანხმება 22 მარტს შედგა.
ვოლოდიმერ ზელინსკი საფრანგეთში ოპერაცია "ნეპტუნის" (D-Day) 80 წლის აღსანიშნავად ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, იგი ემანუელ მაკრონსა და ჯო ბაიდენს შეხვდა.