ევროზონის ინფლაციამ 5%-ს მიაღწია
2021 წელს ევროზონაში ინფლაცია 5% იყო. ამის შესახებ Eurostat-ის მონაცემებში ვკითხულობთ.
ანალიტიკოსების უმრავლესობა დეკემბერში ინფლაციის 4.7%-მდე შემცირებას ელოდა, თუმცა პროგნოზები არ გამართლდა.
ევროპის ცენტრალური ბანკის სამიზნე ინფლაცია 2%-ია.
ფასების ზრდის მთავარი აქსელერატორი ენერგეტიკის ფასების ზრდაა. ამის გამორიცხვით, საკვებზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე ინფლაცია 2.6%-ია.
ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ფასების კლება 2022 წლიდან დაიწყება და ინფლაციის პიკი უკვე ჩავლილია.