ფაბიან რუსელი: რუს ოლიგარქებს ფრანგულ რივიერაზე ვილები უნდა ჩამოვართვათ

 

საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი ფაბიან რუსელი მიიჩნევს, რომ პუტინთან დაახლოებულ რუს მილიარდერებს, ფრანგულ რივიერაზე ვილები უნდა ჩამოერთვათ. 

"მიმაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს Cote d'azour-ზე ვილები უნდა ჩამოერთვათ და ამ შენობებში სახელმწიფომ უკრაინელი დევნილები უნდა მიიღოს"- ასე გამოეხმაურა რუსელმი მიმდინარე საკუთარ Twitter-ზე. 

მან ასევე ფრანგული ქალაქებსა და სოფლებს მიმართა, რომ ყველამ ერთი ან ორი უკრაინული ოჯახი მაინც მიიღოს, რომლებსაც ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებული ომის გამო, საკუთარი სამშობლოს დატოვება მოუწიათ. 

ფაბიან რუსელი ფრანგული კომუნისტური პარტიის კანდიდატია 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც რამდენიმე კვირაში გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები