ფინეთის ეკონომიკის მინისტრი წარსულში ნათქვამი ნაცისტური ხუმრობის გამო გადადგა
ფინეთის ეკონომიკის მინისტრი ვილჰელმ ჯუნილა ნაცისტების შესახებ წარსულში გაკეთებული კომენტარების გამო გადადგა. ამის შესახებ Politico წერს.
მემარჯვენე პოპულისტური ფინელების პარტიის წევრი ჯუნილა, ფინური მედიის კრიტიკის ქვეშ 2019 წელს ულტრამემარჯვენე ღონისძიებაზე დასწრების გამო მოექცა, რომელის ორგანიზატორებსაც ნეო-ნაცისტებთან აქვთ კავშირი.
ის ასევე ხუმრობდა ნაციზმზე - ახსენებდა რიცხვ 88-ს, რომელიც გამოიყენება როგორც "ჰაილ ჰიტლერის" სიმბოლო, რადგან H ანბანის მერვე ასოა.
მან ბოდიში მოიხადა და თანამდებობა პარასკევს დატოვა.
"მე ვგმობ ჰოლოკოსტს, ანტისემიტიზმს და ყველა ანტისემიტურ აქტს," - თქვა ჯუნილამ Twitter-ზე 22 ივნისს.
ფინელების პარტია აპრილის არჩევნებზე მეორე ადგილზე გავიდა და სამთავრობო კოალიციის წევრი ამ თვის დასაწყისში გახდა.