სტუბი: რუსეთთან მიმართ ტრამპი თაფლაკვერიდან მათრახის პოლიტიკაზე გადავიდა

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან მიმართებით დონალდ ტრამპის მიდგომაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და ამიერიდან ამერიკელი პრეზიდენტი კრემლის მიმართ უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ალექსანდრ სტუბმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა - სტუბის თქმით, ტრამპი რუსეთთან მიმართებით "თაფლაკვერიდან მათრახების პოლიტიკაზე გადავიდა. 

  • "ახლა საკითხავი ის არის, რამდენად გრძელი იქნება კნუტი"- ამბობს სტუბი. 

  • ფინელი პრეზიდენტის თქმით, ვაშიგნტონის ქმედებები მოწმობს, რომ შტატები მზად არის გაზარდოს წნეხი რუსეთის მიმართ, მათ შორის როგორც სანქციების გამკაცრების, ასევე ამერიკული შეიარაღების გამოყენებაზე არსებული შეზღუდვების მოხსნის კუთხით. 

კონტექსტი: სტუბმა გაზი გაუსვა უკრაინის ევროკავშირში "სწრაფი გაწვრიანების სტრატეგიულ მნიშვნელობას." 

  • ფინელი პრეზიდენტი, გამოეხმაურა ბრიუსელში დაწყებულ დისკუსიას გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ და მხარი დაუჭირა საკითხის ასეთ გადაწყვეტას. 

  • სტუბი ევროპელ მოკავშირეებს გაერთიანებისა და მოთმინებისკენ მოუწოდებს და რუსეთ-უკრაინის ომში შექმნილ დინამიკასთან დაკავშირებით "ფრთხილ ოპტიმიზმს" გამოთქვამს. 

სიღრმისეულად: შემოტრიალება თუ გასვლა - როგორ გავიგოთ ტრამპის შეცვლილი რიტორიკა რუსეთის მიმართ

მსგავსი სიახლეები