ფინეთის ეკონომიკის მინისტრი უარყოფს, რომ სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში იყო
ფინეთის ეკონომიკის მინისტრმა კატეგორიულად უარყო ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იყო სამსახურში ყოფნის დროს, თან არაერთხელ.
ფინური პრესის სხვადასხვა ცნობების თანახმად, მიკა ლინტილა, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, როდესაც მან შარშან, დეკემბერში, პარლამენტში კითხვებს უპასუხა და ასევე მაისში შვედეთის მეფის მიერ გამართულ ვახშამზე დასწრებისას.
ფინური გაზეთი Iltalehti ამტკიცებს, რომ მინისტრი რეგულარულად სვამს ღვინოს და კონიაკს მივლინების დროს და აშკარად მთვრალი იყო რამდენიმე საჯარო გამოსვლის დროს.
მაგრამ 56 წლის პოლიტიკოსი, რომელიც 1999 წლიდან ლიბერალური ცენტრისტული პარტიიდან პარლამენტის წევრია, ამბობს, რომ ალკოჰოლიზმის პრობლემა არ აქვს.
"თუ თქვენ პარლამენტში 24 წელი ხართ, [გაატარებთ] ექვს წელზე მეტს მთავრობაში, მაშინ ასეთი კარიერა შეუძლებელია, თუ ალკოჰოლი ასეთ დიდ როლს თამაშობს", - განუცხადა ლინტილამ ორშაბათს საზოგადოებრივ მაუწყებელს.
ფინეთში საპარლამენტო არჩევნები 2 აპრილს ტარდება და ლინტილამ განაცხადა, რომ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.