ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი უკრაინას კიდევ €2.5 მილიარდს გადასცემს

22 ნოემბერს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინა ევროკავშირისგან დამატებით 2.5 მილიარდ ევროს მიიღებს.

"ჩვენ ვგეგმავთ 18 მილიარდი ევროს გამოყოფას 2023 წელს თანხების რეგულარული უზრუნველყოფით," - თქვა მან.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინას დაეხმარება "იმდენად, რამდენადაც საჭირო იქნება".

21 ოქტომბერს ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების სამიტზე დაიწყო მზადება 2023 წელს უკრაინისთვის მინიმუმ 18 მილიარდი ევროს გამოსაყოფად.

საერთო ჯამში, საერთაშორისო ფინანსური ექსპერტების აზრით, თვეში 3 მილიარდი ევროდან 5 მილიარდ ევრომდეა საჭირო უკრაინის ძირითადი საჭიროებების - ხელფასების, პენსიების და სხვა ხარჯების დასაფარად.

18 ნოემბერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა 19.7 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის ფინანსური სტაბილურობის გასაძლიერებლად.  

მსგავსი სიახლეები