ფრანგულ ქალაქში ექიმებს ეძებენ, რისთვისაც მათი სახელობის ქუჩებს გახსნიან
ექიმების დეფიციტის მიზეზით, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სედანში, საავდმყოფოს დახურვა ემუქრება. პრობლემის გადასაჭრელად, მერიამ ინოვაციურ მეთოდს მიმართა - სამსახურში აყვანილ ექიმს, საკუთარი სახელობის ქუჩა ექნება.
"ძალიან კარგი სამშობიარო ეძებს ანესთეზიოლოგოებს, გინეკოლოგებსა და პედიატრებს,"- სლოგანი, რომელიც უფრო მეტად გაცნობის საიტზე განთავსებულ განცხადებას გავს, სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რომელიც 18 მარტს წამყვანი ფრანგულენოვანი გაზეთის მეშვეობით გავრცელდა.
ამ კამპანიის ჩატარება არდენის მუნიციპალიტეტში მოიფიქრეს, რადგანაც სედანის სამშობიაროდან ორი ანესთეზიოლოგი პენსიაზე გავიდა, რასაც ერთი გინეკოლოგი დაემატა, ხოლო კიდევ ორმა ამის სურვილი გამოთქვა.
გადინების ფონზე, ექიმების შემცვლელბის მოძაბნე ტრადიციული გზებით ვერ მოხერხდა, რის გამოც, სამშობიაროს დახურვის რისკი გაიზარადა.
იმისთვის, რომ სამშობიარომ მუშაობა განაგრძოს, 5 ახალი თანამშრომლის დამატებაა საჭირო, რისთვისაც ორიგინალური გზას მიმართეს - შარლევილ-მეზიერში ან სედანში, იმ ექიმების სახელობის ქუჩა გაიხსნება, რომლებიც სამსახურიდან წასული თანამშრომლების ჩანაცვლებას შეძლებენ.
ეს იდეა, შარლევილ-მეზიერის მერს ეკუთვნის, რომლის თქმითაც ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც "ტრადიციულმა მეთოდება არ იმუშავა," რისთვისაც 100,000 ევრო დაიხარჯა.
საფრანგეთის ამ რეგიონში ექიმების დანაკლისი უცხო არ არის. ქალაქ სედანის მუნიციპალიტეტმა, ამ პრობლემის გადასაჭრელად, სამედიცინო უნივერსიტეტის ოთხ სტუდენტის სწავლის საფასურის სრული დაფინანსება გადაწყვეტა, რათა მათ, შემდგომში, ქალაქის საავდმყოფოში განაგრძონ მუშაობა.
ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ ინოვაციური სარეკლამო სტრატეგიის მიუხედავად, ახალი ექიმების აყვანა ვერ მოხერხდა, ხოლო იქამდე, სედანის სამშობიაროში ქალებს მშობიარობა არ შეუძლიათ, მხოლოდ საკონსულტაციო სერვისის მიღებაა შესაძლებელი.