ფრანსუა ოლანდი: ტრამპის საუბრისას, სუფლიორის როლს პუტინი ასრულებდა

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელინსკის დაძაბულ შეხვედრას, რომელიც ვაშინგტონში გაიმარეთა, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი გამოეხმაურა. 

Le Monde-თან მიცემულ კომენტარში, მან განაცხადა, რომ ზელენსკისთან საუბრისას "ტრამპი მშვიდობას არ იცავდა." 

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ და საფრანგეთმა სასწრაფოდ უნდა შეათანხმონ ახალი გეგმა უკრაინის მხარდასაჭერად, რაც ერთადერთი სწორი დასკვნაა, რაც ამ "უხამსი რეალითი შოუდან" შეიძლება გამოიტანონ. 

"თუ ტრამპი ოვალურ კაბინეტში საუბრობდა, ეს იყო პუტინი, ვინც მისი სუფლიორის როლს ასრულებდა"- განაცხადა ოლანდმა. 

უკრაინისა და ამერიკის მთავრობების ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, ფრანსუა ოლანდმა რამდენიმე დღის წინაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ, ამერიკა "მოკავშირედ აღარ უნდა" აღიქვან. 

 

მსგავსი სიახლეები