ფრონტის ხაზი: 1 ივლისის მთავარი ამბები უკრაინის ომზე

აღმოსავლეთით რუსეთი წინ მიიწევს, ოდესაში კი წუხელ საცხოვრებელ სახლებს ესროლეს - დაღუპულია 19 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

უახლესი ამბები უკრაინიდან:

  • რუსებმა საცხოვრებელ კორპუსს ესროლეს:  მინიმუმ 19 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა რუსების მიერ ოდესის სამხრეთით ცხრა სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სამი რაკეტით დამომბვას. სოფელ სერგიივკის დაბომბვის შედეგად კიდევ 30 ადამიანი დაშავდა.

  • ბრძოლა ლისიჩანსკისთვის: კრემლის თანახმად, ბრძოლაში გახვეულ ქალაქ ლისიჩანსკში რუსულმა ძალებმა "მთლიანად დაიკავეს" ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა. უკრაინელების თქმით კი რუსებმა მხოლოდ "ნაწილობრივ წარმატებას" მიაღწიეს. საკვანძო მნიშვნელობის ქალაქის გარშემო რუსები ბოლო კვირებში წინ მიიწევენ.
  • ზმეინის კუნძული თავისუფალია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის მიმართვაში გამოაცხადა, რომ პატარა, მაგრამ სტრატეგიული მნიშვნელობის ზმეინის კუნძული თავისუფალია. "ეს მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში. ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაშორებთ ჩვენი ზღვიდან, ჩვენი მიწიდან და ჩვენი ციდან", - თქვა მან.

  • NATO უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს: მადრიდში დასრულდა NATO-ს სამიტი, სადაც ალიანსში ორი ახალი წევრი მიიწვიეს, უკრაინას კი ერთიანობას და იარაღს დაპირდნენ. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ NATO უკრაინას იმდენ ხანს დაუჭერს მხარს, რამდენიც საჭიროა და ევროპაში რუსეთის წინსვლას შეაჩერებს.

  • თავდასხმა პრო-რუს თანამდებობის პირებზე: აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლების თანახმად, გასულ ორ კვირაში სამი პრო-რუსი თანამდებობის პირის მოკვლა სცადეს, რაც სამხრეთ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში ძლიერი წინააღმდეგობის მოძრაობის ნიშანია.

  • რუსეთის "ამორალური" და "სულელური" ომი: აშშ-ს ყოფილმა თავდაცვის მდინავმა, ჯეიმს მეტისმა, სეულში მიმდინარე კონფერენციაზე რუსეთის ომი გააკრიტიკა. მისი თქმით, "მსოფლიო უყურებს, როგორ ჭკნება რუსეთი მის ცხვირწინ". მან ასევე გააკრიტიკა რუსეთის "არაკომპეტენტური გენერლები.

  • ჰუმანიტარული კრიზისი: უკრაინაში გაეროს წარმომადგენელმა ხუთშაბათს გამართულ კონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინაში თითქმის 16 მილიონ ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. მათ შორის, საუბარია "წყალზე, საკვებზე, ჯანდაცვაზე, თავს ზემოთ ჭერზე და დაცვაზე".

მომზადებულია CNN-ზე დაყრდნობით.

 

მსგავსი სიახლეები