ФСБ: სამხედროები ლარსზე საჭიროა, რომ ხალხმა საზღვარი არ გაარღვიოს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა საქართველო რუსეთის საზღვარზე რუსეთის მხრიდან რუსი სამხედროების ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენა განმარტა. 

ФСБ-ს საზღვრების სამმართველოს ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ ჯავშანტრანსპორტიორი ადგილზე ვითარების გასაკონტროლებლად იმყოფება. 

"ნამდვილად აღნიშნული მიმართულებით მოძრაობს БТР, თუმცა არა ბლოგ-პოსტის აღმართვის მიზნით. უხეშად, რომ ვთქვათ ეს არის რეზერვი ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის. თუ ვინმეს მოუდნება გამშვები პუნქტის გარღვევა და ფორმალობების გაფორმების გარეშე ქვეყნის დატოვება. ჯავშანტრანსპორტიორი მხოლოდ ამ მიზნით იმყოფება ადგილზე. არავითარი ბლოგ-პოსტი არ აღიმართება. სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საშტატო რეჟიმში მუშაობს, არავითარი შეზღუდვა სამობილიზაციო ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა არ მოქმედებს",- ნათქვამია კომენტარში, რომელსაც РБК ავრცელებს.

ცოტა ხნით ადრე, რუსულ ტელეგრამ არხზე გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რუსეთის არმიის ჯარისკაცების ჯავშანტრანსპორტიორი რუსეთის მხრიდან ლარსის გამშვებ პუნქტთან იმყოფება. 

მსგავსი სიახლეები