FT: დანიამ შესაძლოა რუსეთის ნავთობის საზღვაო გადაზიდვების ნახევარი დაბლოკოს

ევროკავშირი გეგმავს დანიას მის სრუტეებში გამავალი რუსული ტანკერების დაზღვევა შემოწმება დაავალოს. ევროპელ ჩინოვნიკებს იმედი აქვთ, რომ ამის შემდეგ რუსულ ნავთობზე დაწესებული საფასო ჭერი კვლავ ეფექტური იქნება. 

ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

დანიის მხრიდან სრუტეებში გამავლ გემებზე კონტროლის გამკაცრებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაართულოს რუსული ნავთობის ექსპორტი, რადგანაც ამ მარშრუტებზე რუსეთის საზღვაო გადაზიდვების 60% მოდის. 

გეგმის მიხედვით, დანია უნდა გადაამოწმოს გემები, რომლებსაც არ აქვთ დასავლური კომპანიების დაზღვევა. შემოწმების საფუძველს კი დანიის კანონმდებლობა იძლევა, რომელიც ავალდებულებს ხელისუფლებას შეამოწმოს პოტენციურად ეკოლოგიურად საშიში გემები. 

დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის მიზნით რუსეთი ძირითადად ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს იყენებს, რაც ძირითადად უკვე მოძველებული ტანკერებს წარმოადგენს. 

გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ ზომის ეფექტურობა დამოკიდებული იქნება დანიის სამხედრო-საზღვაო ძალების რესურსებზე - რამდენი ტანკერის გაჩერება და შემოწმება შეუძლია სანაპირო დაცვის სამსახურს, რას მოიმოქმედებენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ რუსული ტანკერები არ დაემორჩილებიან ბრძანებას. 

რუსეთის ბალტიური პორტებიდან გამავალი გემების 100% მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად სწორედ დანიის სრუტეებით სარგებლობს - საუბარია დღეში დაახლოებით 2 მილიონ ბარელზე ნავთობზე, რაც რუსეთის მთელი საზღვაო ექსპორტის 60%-ია. 

კონტექსტი 

დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის მიერ გასულ წელს დაწესებული ე.წ. საფასო ჭერის მიხედვით, დასავლურ კომპანიებს რუსული ნავთობის მატარებელი ტანკერების დაზღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ კი ნავთობის ფასი არ აღემატება 60 დოლარს. 

დასავლელი ჩინოვნიკების შეფასებით გასულ თვეებში რუსეთმა ისწავლა დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა - ჩრდილოვანი ფლოტის გამოყენებით მათ ხელი მიუწვდებათ დასავლურ დაზღვევაზე, რუსული გემები ხშირად მალავენ მოძრაობის მარშრუტსაც. 

იმავე Financial Times-ის მონაცემებით გასულ თვეში რუსული ნავთობის არცერთი პარტია არ გაყიდულა 60 დოლარზე ნაკლებად. 

რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის შეზღუდვა დაიწყო აშშ-მაც - Reuters წერს, რომ ვაშინგტონმა უკვე გაუგზავნა გაფრთხილება 30 სატრანსპორტო კომპანიას, რომელთა გემებსაც გადაჰქონდათ რუსული ნავთობი. 

 

მსგავსი სიახლეები