FT: პრიგოჟინის თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოადგო

დასავლური წყაროების ცნობით, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს

"პუტინს ტყვეები არ აჰყავს"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი დასავლური დაზვერვის წარმომადგენელი. საყურადღებოა, რომ მომხდარის ამავე ვერსიას ავრცელებს ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხი Grey Zone. ამ წყაროს ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე ცოტა ხნით ადრე თვითმხილველებმა საჰაერო თავდაცვის სისტემის გასროლის 2 სახასიათო ხმა გაიგეს. 

პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების მომენტში, ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან მოსაზღვრე კურსკის რეგიონში მეორე მსოფლიო ომის მიმართ მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა. 

საყურადღებოა, რომ ვაგნერის დამფუძნებლის თვითმფრინავი ვალდაის რეზიდენციის მახლობლად, პუტინის ყველა ხშირი ადგილსამყოფელიდან 50 კილომეტრში ჩამოვარდა. 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად მომხდართან დაკავშირებით უკვე გახსნილია სისხლის სამართლის საქმე. პრიგოჟინის სიკვდილი დაადასტურა რუსეთის საავიაციო სააგენტომაც - უწყებამ გამოაქვეყნა დაღუპულთა სიაც. 

სიაში სხვებთან ერთად არის ჩვკ ვაგნერის თანადამფუძნებელი და უცვლელი მეთაური, დმიტრი "ვაგნერ" უტკინიც. 

 

მსგავსი სიახლეები